LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომელ ქვეყნებშია ყველაზე უსაფრთხო და ყველაზე საშიში გზები

way

ევროკავშირში ყველაზე უსაფრთხო გზა შვედეთში, დიდ ბრიტანეთსა და დანიაშია. ასეთი დასკვნა ევროპის საგზაო უსაფრთხოების სამსახურმა გამოაქვეყნა.

ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, შვედეთში ყოველ ერთ მილიონ ადამიანზე 26 მსხვერპლი მოდის, მაშინ როცა მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელი მილიონზე – 174 ფატალური შედეგია. მეორე ადგილს დიდი ბრიტანეთი იკავებს, სადაც მაჩვენებელი თითქმის იდენტურია და მილიონზე 27-ს უტოლდება. დანიის შემთხვევაში კი ერთ მილიონზე 32 მსხვერპლი მოდის.

ევროპულ სახელმწიფოებს შორის უსაფრთხო გზა ასევე ირლანდიას, ჰოლანდიას, ესტონეთს, გერმანიასა და ესპანეთს აქვს.

აღსანიშნავია, რომ რეიტინგის მეორე ბოლოში – რუმინეთი მოექცა, სადაც მსხვერპლი 99 ტოლია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები