10 თებერვალს ლოს-ანჯელესა და ლონდონში, ,,გრემისა” და ბრიტანული კინოაკადემიის დაჯილდოებები გაიმართება. საინტერესოა, რომ ლედი გაგა, რომელიც ორივე პრესტიჟული პრემიის ნომინანტია, სერიოზული არჩევანის წინაშე დადგა. 32 წლის შემსრულებელს უნდა გადაეწყვიტა, რომელ ცერემონიალს დასწრებოდა.
გაირკვა, რომ ამერიკელმა ვარსკვლავმა უპირატესობა პირვანდელ პროფესიას მიანიჭა. ამერიკის ხმისჩამწერი აკადემიის ინფორმაციით, ის მარკ რონსონთან ერთად წლის მთავარ მუსიკალურ მოვლენაზე გამოვა. ჯერჯერობით უცნობია, რას შეასრულებს ვარსკვლავური წყვილი Staples Center-ის სცენაზე.
შეგახსენებთ, რომ ლედი გაგასა და მარკ რონსონის კოლაბორაცია ,,გრემის” ისტორიაში პირველი არ იქნება. მათ გასულ წელს საღამოზე Joanne და Million Reasons წარმოადგინეს.
https://www.youtube.com/watch?v=lUiPpP8pj4s