”ბარსელონას” ლიდერმა ნეიმარმა ბრაზილიელი ბიჭუნას ტატუ გაიკეთა, რომელიც ფეხბურთზე ოცნებობს.
ოსტატმა მიგელ ბოიგესმა ინსტაგრამში ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ”ბარსას ფეხბურთელს ის ტატუს უკეთებს. მოგვიანებით მან თავად სვირინგის ფოტოც გამოაქვეყნა, სადაც საფეხბურთო გამარჯვებებზე მეოცნებე ბრაზილიელი ბიჭუნაა გამოსახული.
ბოიგესი ფეხბურთელებს შორის საკმაოდ პოპულარულია. მის ერთ-ერთ ფოტოზე არც მეტი არც ნაკლები კრიშტიანო რონალდოა ასახული.