LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დასაქმების შანსი ტურიზმით დაინტერესებულებს

76

ტურისტული  კომპანია  Discover  Georgia-ს  სასწავლო ცენტრი 50  წარმატებულ სტუდენტს სერთიფიკატებს გადასცემს. სტუდენტებს სერტიფიკატებით  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების  მინისტრი დიმიტრი  ქუმსიშვილი დააჯილდოვებს.  ღონისძიებას  ასევე დაესწრებიან ტურიზმის  ეროვნული  ადმინისტრაციის  ხელმძღვანელი  გიორგი  ჩოგოვაძე  და ტურიზმის  ინდუსტრიაში ჩართული ორგანიზაციების ხელმძღვანელები.   დაჯილდოვების ცერემონიალი 23 დეკემბერს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში ( „სეუ“  ) გაიმართება.

Discover  Georgia-ს  სასწავლო  ცენტრი  2011  წლიდან    მუდმივად ახორციელებს სტაჟირების 2-თვიან ციკლს სტუდენტებისთვის და ტურიზმის სფეროში ჩართული ყველა მსურველი კანდიდატურისთვის.  სტაჟირების წარმატებით გავლის შემდგომ სტაჟიორს გადაეცემა სერტიფიკატი, რომელზეც აისახება ყველა ის პრაქტიკული უნარ-ჩვევები და გამოცდილება, რომელიც სტაჟიორმა მიიღო განვლილი 2 თვის განმავლობაში. საუკეთესო კურსდამთავრებულები საქმდებიან თავად ტურისტულ კომპანია “აღმოაჩინე საქართველოში” ან გადამისამართდებიან სხვა წარმატებულ ტურისტულ კომპანიებსა და ტურიზმის დაწერებულებებში.

სტაჟირების სრული საფასურია 300 ლარი. ” გარემო, სადაც სტაჟიორები გადიან სტაჟირებას არის თანამედროვე ტექნიკითა და საჭირო ინვენტარით აღჭურვილი. ერთიან სივრცეში განლაგებულია მოქმედი ტურისტული კომპანია და სასწავლო ცენტრი – ერთი ფანჯრის პრინციპით, რაც სტაჟიორს მეტ შესაძლებლობას აძლევს, უკეთ აითვისოს ტურიზმის სექტორის პრაქტიული უნარ-ჩვევები, არსებული სუსტი და ძლიერი მხარეები,”- აცხადებენ  Discover  Georgia-ში.

2014  წელს  განათლებისა  და  მეცნიერების  სამინისტროს  დაკვეთით  ცენტრში  დატრეინინგდა  15  ლექტორ-პროფესორი. 2015  წლის  20  ნოემბერს  კი  ,,Discover  Georgia’’-ს  სასწავლო  ცენტრმა  გაიმარჯვა  „Welcome  To  Georgia“-ს  პირველი  ეროვნული  დაჯილდოების  ნომინაციაში – „2015 წლის ტურიზმის საუკეთესო სწავლება და განათლება”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები