LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბარაკ და მიშელ ობამებმა საყვარელი ფილმი, სერიალი, სიმღერა და წიგნი დაასახელეს

59

ამერიკის პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ ისაუბრეს 2015 წლის საუკეთესო ფილმებზე, სიმღერებზე, სერიალებსა და წიგნებზე. აღმოჩნდა, რომ ბარაკ ობამას საყვარელი სიმღერა კენდრიკ ლამარის How Much a Dollar Cost გახდა, წიგნი კი, ლორენ გროფის Fates and Furies. რაც შეეხება ფილმს, პრეზიდენტის საყვარელი კინოსურათი აღმოჩნდა „მარსიანელი“ მეთ დეიმონით მთავარ როლში, ხოლო რაც ეხება სერიალს, ობამამ საყვარელ შოუდ სამედიცინო დრამა „ნიკერბოკერის საავადმყოფო“ დაასახელა.

განსხვავებულია ღმოჩნდა ამერიკის პირველი ლედის გემოვნება. მიშელ ობამას საყვარელი მომღერალი ბრუნო მარსია, ხოლო სიმღერა Uptown Funk. დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მასზე ელიზაბეტ ალექსანდერის წიგნმა The Light of the World . მოეწონა ფილმი „თავბრუსხვევა“. სერიალიებიდან კი, გამოარჩია დრამა აფროამერიკულ ოჯახზე „მდიდარი შავკანიანები“.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g