LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გია მურღულია: „როგორ სწავლობდი სკოლაში – ქართულ უნივერსიტეტებს ეს საერთოდ არ აინტერესებთ“

gia-murgulia.

ჟურნალ „სარკის“ დღევანდელ ნომერში გამოქვეყნდა ინტერვიუ განათლების დარგის ექსპერტთან, გია მურღულიასთან, რომელიც ბოლოდროინდელი სიახლეების შესახებ საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამს. როგორც გია მურღულია აღნიშნავს: „სკოლის გამოცდები იყო უფრო რთული და ობიექტური, ვიდრე საატესტატო გამოცდები, ამიტომ ვინც მისტირის საატესტატოს, არასწორად აფასებს მას“.

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

როგორ ფიქრობთ, სწორი გადაწყვეტილებაა საატესტატო გამოცდების გაუქმება?

ვიზიარებ იმ აზრს, რომ სკოლაში გამოცდა მთავარი არ არის. სკოლაში გამოცდა საჭიროა, მაგრამ ის არ არის მთავარი. იდეა მომწონს და ვამბობ, რომ ფრთხილი ოპტიმიზმით ვუყურებ ამ გადაწყვეტილებებს, რომლებსაც ცხადია, პლუსებიც შეიძლება ჰქონდეს და მინუსებიც, როგორც ნებისმერ გადაწყვეტილებას ამ ქვეყანაზე. პირველი, რაზეც დგას ეს ახალი ინიციატივა, არის ის, რომ სკოლას მეტად ვენდოთ…“

„ადრე იყო ასეთი იდეა, რომ სკოლის ბაზაზე ჩატარებულიყო 8 გამოცდა და ერთი გამოცდა – საუნივერსიტეტო შერჩევისთვის. აქ განათლების უწყვეტობის იდეა ჩანს. ახლა, მაგალითად, ქართულ უნივერსიტეტებს საერთოდ არ აინტერესებთ, სკოლაში როგორ ისწავლით, რაც არის აბსურდი. თუ ჩვენ ვლაპარაკობთ განათლების სისტემის უწყვეტობაზე, უნდა ვიცოდეთ, როგორ სწავლობდი, რა ნიოშნებზე, ვინ ხარ შენ, როგორ იცხოვრე სკოლაში, რა შედეგებს მიაღწიე, როგორი სოციალური კაპიტალი დააგროვე სკოლაში.

ეს ყველაფერი ქართულ უნივერსიტეტებსა და განათლების ქართულ სისტემას საერთოდ არ აინტერესბეთ. იმედია, ახალი გადაწყვეტილება იქნება გარდამავალი ნაბიჯი, რომ ყველაფრის გააზრება მოხდეს“.

„ჩვენთან შეფასების კულტურა საერთოდ არ არის. ამდენი რეფორმა გატარდა და ვერც ვიხსენებ, ვინმეს დაწვრილებით შეეფასებინოს, რა გადაწყვეტილებები იქნა მიღებული, რა შედეგები მივიღეთ, ვინ არის წასახალისებელი და ვინ – დასასჯელი შეცდომებისთვის. ამას არ ვაკეთებთ იმიტომ, რომ ქართველებს ძალიან გვიყვარს „მერე რა“ და „სულ ერთია“ და ბავშვებსაც ამას ვასწავლით.

ჩვენი საზოგადოება არ ითხოვს ბავშვების დასწრებას გაკვეთილებზე მე-10 და მე-11 კლასებში და ეს არის ცუდი საზოგადოების ნიშანი. ეს არის იმ საზოგადოების მახასიათებელი, რომელიც თავის მომავალზე არ ფიქრობს. მარტო დღევანდელი დღით არის შემოფარგლული და სტრატეგიული აზროვნება არ გააჩნია. სწორედ ეს არის ჩვენი მთავარი პრობლემა და უბედურება“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g