LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თქვენ შეგვაგრძნობინებთ, რას ნიშნავს სწრაფვა უკეთესობისკენ, უთქვენოდ არ არსებობს ბედნიერება..დაე, არასდროს ჩაქრეს ბედნიერების სხივი ქალის მზერაში!“ – გია მურღულია ქალებს 8 მარტს ემოციური სიტყვებით ულოცავს

130
გია მურღულია

ფილოლოგი, ზოგადი განათლების საკითხებში განათლებისა და მეცნიერების მინისტრის კონსულტანტი გია მურღულია ქალებს ქალთა დღეს ულოცავს.

ამის შესახებ მურღულია სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ ქალების გარეშე ბედნიერება არ არსებობს.

„8 მარტი სიყვარულის გამოხატვის დღეა – ბებიის, დედის, დის, მეუღლის, შვილის, შვილიშვილის, მეგობრის – ზოგადად, ქალის მიმართ.

რაც თქვენთვის ყვავილები მოუძღვნიათ!

რაც თქვენთვის ლექსები უწერიათ!

რაც თქვენთვის სიმღერები შეუქმნიათ!

რაც თქვენი პორტრეტები დაუხატავთ!

თქვენ ხართ მშვენიერნი, გონიერნი, მზრუნველნი, შთამაგონებელნი, სასურველნი, მომხიბვლელნი.

თქვენ ბადებთ სიცოცხლეს და თქვენვე ანიჭებთ მას გონიერ მშვენიერებას.

თქვენ შეგვაგრძნობინებთ, რას ნიშნავს სწრაფვა უკეთესობისკენ და სამყაროს მოუწოდებთ მშვიდობის, ჰარმონიის, თანხმობისა და კეთილდღეობისკენ.

უთქვენოდ არ არსებობს ბედნიერება.

გვიყვარხართ და ასე იქნება მარადიულად.

ყოველი დღე ამ სიტყვებისაა.

დაე, არასდროს ჩაქრეს ბედნიერების სხივი ქალის მზერაში!“ – წერს გია მურღულია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები