LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გია მურღულია: „არც ერთი წამით არ მტოვებდა იმის შეგრძნება, რომ ამ ბიჭების უკან მთელი საქართველო იდგა.. თუ ჩვენ ისეთები ვიქნებით, როგორებიც ეს ბიჭები იყვნენ მოედანზე, ჩვენი გამჩერებელი არავინაა“

116
გია მურღულია, ეროვნული ნაკრები

„ეს არის მხოლოდ პირველი ნაბიჯი – ჩვენ არ უნდა შეგვაცდინოს იმან, რომ ასეთ დიდ წარმატებას მივაღწიეთ”, – ასე აფასებს ფილოლოგი, ზოგადი განათლების საკითხებში განათლებისა და მეცნიერების მინისტრის კონსულტანტი გია მურღულია 26 მარტს მოპოვებულ ისტორიულ გამარჯვებას. მისი თქმით, ასეთი გამარჯვებები საზოგადოებაში მთავარს რასაც ბადებს, ეს იმედია.

„არც ერთი წამით არ მტოვებდა იმის შეგრძნება, რომ ამ ბიჭების უკან მთელი საქართველო იდგა. იცით, რით იდგა? მთელი ისტორიით, თავისი ძალმოსილებით, ოცნებებით, თავისი დარდებითაც კი და ყველა აქეზებდა ამ ბიჭებს, რომ „აბა, თქვენ იცით!“. ბოლო პენალტი რომ გავიდა, ვულკანივით ამოხეთქა! ამ მომენტს რამდენჯერმე ვუყურე..

იცით, ეს რისი იმედია? რომ შენ შეგიძლია და მარტო ამ სფეროში კი არა, ყველგან შეგიძლია. ჩვენ მართლაც შეგვიძლია, რომ ყველა სფეროში წარმატებას მივაღწიოთ. ასეთი ერთიანობა, როდესაც მთელი ქვეყანა ამ ფეხბურთელებში არის განსხეულებული, ბადებს იმის იმედს, რომ ყველაფერი შეუძლიათ. ამნაირი განწყობის წინააღმდეგ ვერავინ წავა! ამის წინააღმდეგ ვერც მსოფლიო წავა! თუ ჩვენ ისეთები ვიქნებით, როგორებიც ეს ბიჭები იყვნენ მოედანზე, თუ ჩვენ მოვინდომებთ და სიტყვა სიყვარულს შევუწყვილებთ პასუხისმგებლობას, შრომისმოყვარეობას, მიზანსწრაფულობასა და ასე შემდეგ, ჩვენი გამჩერებელი არავინაა“, – აღნიშნა გია მურღულიამ ტელეკომპანია „იმედის” ეთერში.

,,ვიცოდი, პენალტს სადაც დაარტყამდა…ჩვენ ოცნება ავიხდინეთ და ისტორია დავწერეთ” – გიორგი მამარდაშვილის პირველი კომენტარი გამარჯვების შემდეგ

ვიდეო: „ჩვენ ეს შევძელით! ზღაპრის ბოლო კეთილია..“ – ზაზა ფაჩულიას და მისი მეუღლის ემოციები ნაკრების გამარჯვების შემდეგ | თიკა ალავიძე „დინამოს“ სტადიონზე გადაღებულ კადრებს გვიზიარებს

ვიდეო: „მე თამაშის წინაც ვუთხარი მამარდას – მეთქი დღეს შენი დღეა და შენ გააკეთებ იმას რაც ბევრს არ გაუკეთებია“ – გიორგი ქოჩორაშვილი

ვიდეო: „გმირი, რომლის წყალობითაც დღეს ისტორია დაიწერა“ – გიორგი მამარდაშვილის მეუღლის ემოციები ისტორიული გამარჯვების შემდეგ

პოპულალურები