LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Ryaniar პირდაპირ მიმართულებას დაამატებს – ეკონომიკის მინისტრი

ryaniar-1

Ryaniar დაამატებს პირდაპირ მიმართულებებს – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა გიორგი ქობულიამ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

ქობულიას განცხადებით, ქუთაისის აეროპორტი ოთხჯერ ფართოვდება და ასევე, მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვა კომპანიებთან პირდაპირ რეისებზე.

„რაც შეეხება სამოქალაქო ავიაციის განვითარებას, ვაფართოებთ ქუთაისს ოთხჯერ, თბილისსა და ბათუმზე მოხდება კონკრეტული გრძელვადიანი გეგმის შემუშავება, როგორ ვაფართოებთ თბილისისა და აჭარის აეროპორტებს.

დამატებით პირდაპირ ფრენებთან დაკავშირებით, თქვენ იცით, რომ რამდენიმე უკვე გავუშვით, ვიზიარზე დავამატეთ 6 მიმართულება, ახლა გვაქვს მოლაპარაკება რამდენიმე კომპანიასთან, მათ რიცხვში Ryaniar-თან, რომელიც აგრეთვე დაამატებს პირდაპირ მიმართულებებს, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი ტურიზმისთვის და ზოგადად, ჩვენი ავიამიმოსვლისთვის,” – განაცხადა გიორგი ქობულიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g