LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გურამ გურამიშვილმა ბულგარულ ავიაკომპანიებთან ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ფრენების დაწყების შესაძლებლობები განიხილა

118
გურამ გურამიშვილი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ  გურამ გურამიშვილმა, ბულგარეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ბულგარულ ავიაკომპანიებთან საქართველოსა და ბულგარეთს შორის  პირდაპირი ფრენების დაწყების შესაძლებლობები განიხილა.

გურამ გურამიშვილმა შეხვედრის მონაწილეებს ვრცელი ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ავიაციის სფეროში არსებული მდგომარეობის, მგზავრთნაკადისა და ინფრასტრუქტურული პროექტების, მათ შორის, თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის, ქუთაისის ასაფრენ-დასაფრენი ზოლის და მცირე ზომის კარგო ტერმინალის, მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალის და თელავის აეროპორტის მშენებლობის შესახებ.

„ვფიქრობთ, საქართველოში არსებული ლიბერალური სამართლებრივი ჩარჩო და მიმზიდველი საავიაციო ბაზარი წაახალისებს ბულგარულ ავიაკომპანიებს, გააფართოვონ ოპერაციების არეალი საქართველოს მიმართულებით, რაც ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის დაკავშირებადობის გაუმჯობესებას, ტურიზმისა და  სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას“, – აღნიშნა გურამ გურამიშვილმა შეხვედრისას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები