LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეროვნული ბანკი 2016 წლის ბიუჯეტის პროექტს დადებითად აფასებს

84

2016 წლის ბიუჯეტის პროექტზე ეროვნული ბანკის დასკვნა დადებითია. ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ განაცხადა.

როგორც სებ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, ბიუჯეტის დეფიციტის განაკვეთი მისაღებია და შესაბამისად ბანკს მომავალი წლის ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტთან დაკავშირებით დადებითი დასკვნა აქვს.

“2016 წლის ბიუჯეტის პროექტზე ჩვენ გვაქვს დადებითი დასკვნა გადაგზავნილი პარლამენტში. ჩვენი კომპეტენციის ნაწილში მნიშვნელოვანია, რომ ჯამური ბიუჯეტის დეფიციტი არ აჭარბებდეს მთლიანი შიდა პროდუქტის 3%, რაც ამ ბიუჯეტით დაცულია”, – განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.

რაც შეეხება 2016 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტებს, ქადაგიძის თქმით, ეს ეროვნული ბანკის კომპეტენციას აღემატება. შესაბამისად, აღნიშნულ საკითხზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა.

magti 5g