LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროდუქტები მეტაბოლიზმის გასაუმჯობესებლად – როგორ დავემშვიდობოთ ჭარბ წონას

page

თუ ფსონს იმ პროდუქტზე გააკეთებთ, რომელიც ნივთიერებათა ცვლის პროცესის გამართულ მუშაობას უწყობს ხელს, მაშინ ენერგიასაც მთელი დღით შეინარჩუნებთ და უძილობასაც სამუდამოდ დაემშვიდობებით, ორგანიზმსაც შესვენების გარეშე აიძულებთ კალორიებთან ბრძოლას და ჭარბი კილოგრამებისგანაც სწრაფად განთავისუფლდებით.

ზომიერად შემცირებული კალორიები – რაციონის კალორიულობის ერთიანად შეზღუდვა ნივთიერებათა ცვლის პროცესის დარღვევას იწვევს, რადგან აუცილებელი ენერგიის მკვეთრი შემცირებით, ორგანიზმს უჭირს ახალ რეჟიმზე გადაწყობა, მიღებული საკვების გადამუშავება და სწორედ ამიტომ ჩნდება შიმშილის გრძნობა. „წაიხემსეთ დღეში სამჯერ (150 კალორია), მიირთვით სრულფასოვანი საკვები დღეში ორჯერ (თითოეული პირცია 430 კალორია) და თქვენი მეტაბოლიზმი სწრაფად აკრეფს საჭირო სიჩქარეს“, – გვირჩევს ჯორჯიას უნივერსიტეტის პროფესორი, დიეტოლოგი დენ ბენარდო.

სასარგებლო საუზმე ყოველ დილას – მართალია, ყველამ კარგად იცის, რომ საუზმე ერთის მხრივ, ნივთიერებათა ცვლის პროცესს არეგულირებს, მეორეს მხრივ კი, მთელი დღით ამარაგებს ორგანიზმს ენერგიით, მაგრამ ბევრს არ სჯერა, რომ ის, ვინც დილის კვებაზე უარს ამბობს, სხვებზე ხშირად იტანჯება ჭარბი კილოგრამებით. პროფესორ ბენარდოს აზრით, საუკეთესო საუზმე კვერცხი, იოგურტი ან უცხიმო რძეზე მოხარშული შვრიის ფაფაა ნიგვზით, რომელიც ორგანიზმს პროტეინით შეავსებს.

მეტი უჯრედისი – ბოსტნეულის და ხილის, მთელმარცვლოვანი პროდუქტის და პარკოსანი მცენარეების მიღების შემდეგ ორგანიზმი სწრაფად და დიდი ხნით ნაყრდება, ამიტომ  ქალბატონებმა ყოველდღიურად 20-25 გრამი უჯრედისი, მამაკაცებმა კი, 30-40 გრამი უნდა მიიღონ. უჯრედისით მდიდარ ხილს შორის ჟოლო, ვაშლი და მსხალი ლიდერობს, ბოსტნეულს შორის კი – ბროკოლი და სტაფილო. დაიცავით ცილის, ცხიმის, უჯრედისის ბალანსი, რათა მარტივად აკონტროლოთ ჰორმონების დონე და არასდროს დაიგროვოთ ზედმეტი ცხიმი.

მეტი ცილა – ცილა, რომელიც ორგანიზმს კუნთოვანი მასის შესანარჩუნებლად სჭირდება, უჯრედისის მსგავსად დიდი ხნით დაგიცავთ შიმშილის გრძნობისა და ცდუნებისგან მიირთვათ კალორიული „სასუსნავი“.

რკინით მდიდარი პროდუქტი – რკინა სწორედ ის ელემენტია, რომელიც საჭირო ჟანგბადს აწვდის კუნთებს და ეხმარება ცხიმების დაწვაში. რკინით მდიდარ პროდუქტს შორის განსაკუთრებით სასარგებლოა წიწიბურა, საქონლის უცხიმო ხორცი და ღვიძლი, პარკოსანი მცენარე, ისპანახი და გოგრის მზესუმზირა.

კალციუმი და D ვიტამინი – კალციუმის დეფიციტი მეტაბოლიზმს ასუსტებს, D ვიტამინი კი, რომლითაც თინუსი, კრევეტები და კვერცხია მდიდარი კუნთოვან ქსოვილში ნივთიერებათა ცვლის გამართულ ფუნქციონირებას უწყობს ხელს. სწორედ ამიტომაა აუცილებელი სასარგებლო ნივთიერებებისა და ვიტამინების მარაგის სისტემატიური შევსება.

წყალი – უცნაურია, მაგრამ ერთი შეხედვით ჩვეულებრივი სასმელი წყალი ორგანიზმს საერთო ჰიდრატაციასაც უნარჩუნებს და კალორიების მოხმარებასაც ამცირებს, ცხიმებსაც უპრობლემოდ შლის და მეტაბოლიზმსაც გამართულად ამუშავებს.

ალკოჰოლის შეზღუდვა – ალკოჰოლი და განსაკუთრებით კოქტეილი შაქრის მაღალი შემცველობით ასუსტებს ნივთიერებათა ცვლის პროცესს. არაა აუცილებელი ერთიანად თქვათ უარი საყვარელ სასმელზე, თუმცა აუცილებელია მისი შემცირება (300 გრამი ლუდი, 100 გრამი ღვინო, 50 გრამი ლიქიორი).

ფიზიკური დატვირთვა – რა თქმა უნდა, ორგანიზმის გამართული ფუნქციონირებისთვის სწორ კვებასთან ერთად ყოველდღიური ფიზიკური დატვირთვაც აუცილებელია. მართალია, საუკეთესო ვარიანტი მაღალი ინტენსივობის ინტერვალური ვარჯიშია, მაგრამ უმჯობესია მსუბუქი სეირნობით დაიწყოთ და მხოლოდ შემდეგ გადახვიდეთ სერიოზულ ფიზიკურ დატვირთვაზე.

საუკეთესო პროდუქტი მეტაბოლიზმის დასაჩქარებლად – მეტაბოლიზმის გასაუმჯობესებელ პროდუქტს შორის ამერიკელმა დიეტოლოგმა დენ ბენარდომ საუკეთესოდ რძე, ყველი და კვერცხი, ორაგული, უცხიმო საქონლის ხორცი და ბერძნული იოგურტი, ავოკადო და ისპანახი დაასახელა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g