LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კაილი ჯენერი და ტრევის სკოტი დაინიშნენ?

kylie-jenner-reignites-travis-scott-engagement-rumors-with-diamond-ring750-x-422-1532353340-1_crop

ამ დღეებში, კაილი ჯენერმა ახალი ბეჭდის დემონსტრირება მოაწყო. ძვირადღირებული ბეჭედი ბრილიანტის თვლებით, ალბათ არ მიიქცევდა ყურადღებას, რომ არა თითი, რომელზეც 21 წლის ვარსკვლავმა სამკაული მოირგო.

ინტერნეტმომხმარებლებმა შენიშნეს, რომ ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად სელებრითს ბეჭედი მარჯვენა ხელის არათითზე ეკეთა. ბუნებრივია, სოციალური ქსელი მალევე მოიცვა შეთქმულების თეორიამ, რომლის მიხედვით, ახალგაზრდა ვარსკვლავი და ტრევის სკოტი დაინიშნენ.

აღსანიშნავია, რომ თაყვანისმცემლებს ეს აზრი მას შემდეგ გაუჩნდათ, რაც 14 თებერვალს 26 წლის რეპერმა გერლფრენდს გრანდიოზული სიურპრიზი მოუწყო, რომლის მეორე ნაწილი სწორედ რჩეულისთვის ხელის თხოვნას ითვალისწინებდა.

ოფიციალური განცხადება ნიშნობასთან დაკავშირებით წყვილს ამ დრომდე არ გაუკეთებია.

შეგახსენებთ, რომ კაილი ჯენერი და ტეევის სკოტო ერთმანეთს 2017 წლიდან ხვდებიან. მათ საერთო ქალიშვილი, შტორმი ჰყავთ, რომელსაც ცოტა ხნის წინ, 1 წელი შეუსრულდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები