თბილისის მერმა, კახა კალაძემ ინსტაგრამზე ფოტო გამოაქვეყნა, სადაც რამდენიმე ადამიანი საკარნავალო კოსტიუმშია გამოწყობილი. მათ შორისაა კახა კალაძე, რომელიც რომაელი მეომრის კოსტიუმში პოზირებს. ფოტო “მილანის” საფეხბურთო კლუბის წევრებთან ერთად არის გადაღებული. ფოტოზე ასევე ამოიცნობთ “მილანის” უძლიერესი შემადგენლობის წევრებს და კალაძის მეგობრებს: შევჩენკოს, მალდინის, გატუზოს, დიდას, ზეედორფსა და სხვებს.