LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით კირკიტაძე კვლავ პატიმრობაში დატოვეს

148
კირკიტაძე პატიმრობაშია

დავით კირკიტაძის ადვოკატის გიორგი კონდახიშვილის შუამდგომლობა, რომლის მიხედვითაც ის 15 000 მოქალაქისა და პარლამენტის 27 წევრის პირადი თავდებობით მისი დაცვის ქვეშ მყოფის, დავით კირკიტაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის შეცვლას ითხოვდა, გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძემ არ დააკმაყოფილა.

როგორც მოსამართლემ განმარტა, შუამდგომლობა სათანადოდ მომზადებული არ იყო.

როგორც ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა განაცხადა, თითოეულ პირს, ვინც კირკიტაძეს თავდებში უდგება, სასამართლოში წარმოადგენდა.

დარბაზში მყოფმა პირებმა პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზი დატოვეს.

შეგახსენებთ, რომ დავით კირკიტაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც სამსახურეობრივი მოვალეობის დროს პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

magti 5g