LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროკურატურა დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის მასალებს არ გაასაჯაროებს

84
გენ პროკურატურაა

გენერალური პროკურატურა საპატრიარქოს მოწოდებას, გიორგი მამალაძის საქმის მასალების გასაჯაროებასთან დაკავშირებით, უარით პასუხობს. როგორც პროკურატურის პრესსამსახურში განაცხადეს, მასალები არ გასაჯაროვდება.

საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სასურველია, კომპეტენტურმა ორგანოებმა დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის მასალები გაასაჯაროოს და ამით გამონაკლისი დაუშვას.

საპატრიარქოში განაცხადეს, რომ გიორგი მამალაძისა და მისი ადვოკატების ქმედებები სავარაუდოდ, ეკლესიის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას ემსახურება და გაუგებარია, ერთის მხრივ, შეწყალების თხოვნა, მეორეს მხრივ კი, საპატრიარქოს წინააღმდეგ ცილისმწამებლური განცხადებები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g