„ბორუსია“ ფანებისთვის გახდომის უფასო კურსს ატარებს.
დორტმუნდელები გასიებული გულშემატკივრებისთვის 12 კვირის ხანგრძლივობის სპეციალურ კურსებს მოაწყობენ.
ზედმეტი წონის მქონე ქომაგების მეცადინეობა თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილებად დაიყოფა და 90 წუთს გასტანს. პრაქტიკაში აქცენტი ფეხბურთზე გაკეთდება, სწავლებას კლუბის აკადემიის მწვრთნელები ჩაატარებენ.
პროგრამაში ჩაწერა „ბორუსიას“ ყველა ფანს შეეძლება, ოღონდ – 35-დან 65 წლამდე და მასის ინდექსი 28-ს უნდა აღემატებოდეს.
წინა ტურების მონაწილეებმა საშუალოდ 7 კგ დაიკლეს.
23 ტურის შემდეგ ბუნდესლიგის ცხრილში „ბორუსია“ პირველზეა და 3 ქულით უსწრებს „ბაიერნს“.