მზია გოგალაძე ფონიჭალაში ახლახან გადაღებულ ფოტოს ავრცელებს. ერთ-ერთ შენობასთან ორი ძაღლია გადაღებული, როგორც პოსტის ავტორი წერს, შავ ძაღლს ფეხი სტკივა და ვერ ჯდება, თეთრი კი მას დახმარებას უწევს.
მზია გოგალაძე:
„შავ ძაღლს ფეხი სტკივა და ვერ ჯდება კარგად ასფალტზე. თეთრი ძაღლი დასდევს და როცა დაჯდომა მოუნდება შავ ძაღლს, ასე იქცევა თეთრი…“