ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონასთან, საოკუპაციო ხაზთან რუსმა ოკუპანტებმა ადგილობრივი გულადი ხუბუა დააკავეს. მამაკაცი სოფლიდან გუშინ საღამოს გაიტაცეს.
დაკავებული სავარაუდოდ, გალის იზოლატორში იმყოფება.
როგორც „ფორტუნას“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, საქართველოს მოქალაქე ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავეს.
“ფაქტზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ინფორმირებულია, ამოქმედებულია ცხელი ხაზი,” – აცხადებენ სუს-ში.