LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლიბიაში გარდაცვლილ ქართველ მეზღავურს საქართველოში დღეს ჩამოასვენებენ

119
ლიბია დავით რაზმაძე

ლიბიაში გარდაცვლილ 23 წლის ქართველ მეზღვაურს, დავით რაზმაძეს საქართველოში დღეს, დღის მეორე ნახევარში ჩამოასვენებენ.

ქართველი მეზღვაური მარშალის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავ თურქულ გემზე მუშაობდა. გემი ლიბიის ნავსადგურ მისურატაში იმყოფებოდა, როცა ქართველი მეზღვაური ღამით გემბანიდან გაუჩინარდა.

ფაქტი 7 იანვარს მოხდა, მაგრამ დავით რაზმაძის ახლობლებს მეზღვაურის დაკარგვის შესახებ მხოლოდ 16 იანვარს შეატყობინეს. სამძებრო სამუშაოების შედეგად, მეზღვაურის ცხედარი 21 იანვარს იპოვეს.

დავით რაზმაძის ოჯახი ცხედრის ექსპერტიზის ჩატარებას გადმოსვენების შემდეგ საქართველოშიც გეგმავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g