ახლადარჩეულმა მის სამყარომ – პია ვურცბახმა ნიუ-ორკის ქუჩებში გაისეირნა. მოდელმა მონაწილეობა მიიღო შოუში „კელი და მაიკლი“, რომლის ფარგლებშიც მას გვირგინით თავზე ნიუ-ორკის ქუჩებში გასეირნება მოუხდა.
როგორც ჩანს, ახალი „მის სამყარო“ მიჩვეულია საზოგადოებისა და პაპარაცების ყურადღებას და თავს ფანტასტიურად გრძნობდა ამ ამპლუაში. ქუჩაში სასეირნოდ ვურცბახმა სტაფილოსფერი ატლასის კაბა და თბილი ქურქი აირჩია და მომღიმარი სახით დაათვალიერა საშობაოდ მორთული ქალაქი.