LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატი ამაღლობელი: „მოდის საშინელი ზიზღისა და მუქარის წერილები…“

112

რატი ამაღლობელს მისი ლექსის გამო, „პიეტა მიწისქვეშა გადასასვლელში“, სადაც არის ასეთი სიტყვები: „პატრიარქი გაიყინა, საკუთარ დაბადების დღეზე გაიყინა…“, სოციალურ ქსელში ნამდვილი ომი გამოუცხადეს. როგორც თავად ახლახან დაწერა,  ზიზღისა და მუქარის წერილები მისდის.

„მოდის საშინელი ზიზღისა და მუქარების წერილები, თუმცა გაცილებით მეტნი ხართ ისინი, ვინც თანადგომასა და სითბოს გამოხატავთ, ამიტომ მოგმართავთ თქვენ მადლიერების განცდით და არა მათ, ვინც ზიზღში და ბოღმაში განლევს წუთისოფელს,

ძალიან დიდი მადლობა თანადგომისათვის, გილოცავთ შობას და გისურვებთ ისეთ სკოლებს საქართველოში, სადაც მოწაფეები „შპარგელკების“ გარეშე ისწავლიან ლიტერატურას, პოეზიას, შეძლებენ წაკითხულიდან შინაარსის დამოუკიდებლად გამოტანას, მსჯელობას, საკუთარი აზრების კონსტრუირებას, მათ ჰარმონიაში მოყვანას სამყაროსთან, უნივერსუმთან, ხილულთან და უხილავთან, არა კომპრომისებისა და კონფორმიზმის ხარჯზე, არამედ სხვათა მოსმენის, გაგების, სწორი აღქმისა და მათში ერთგვარი შეღწევის, სხვადყოფნის, სხვადქცევის მეშვეობით, საშუალებით. სხვაგვარად გაუგებარი, ბენლით მოცული, ყრუ და არაფრის მთქმელია სამყარო, ასეთივენი ვართ ჩვენც მის მიმართ.

როგორ გვჭირდება კარგი სკოლები და მასწავლებლები, ხანდახან ვფიქრობ, რომ ყველაფერს უნდა შეეშვას კაცი და ერთი კარგი სკოლა გააკეთოს, სადაც ბოლომდე დაიხარჯება ახალგაზრდებისათვის“. – აღნიშნავს პოეტი.

0793e385-648a-45a9-9b89-a90a7d2295b3

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g