44 წლის პენელოპა კრუსი ამჯერად მადრიდში Union de Actores Awards-ის ცერემონიაზე გამოჩნდა. წელს მსახიობი დაჯილდოვებაზე წლის მსახიობი ქალის ნომინაციაშია წარდგენილი ფილმისთვის „წარსულის ლაბირინთები“. ასევე ის ნომინირებულია წლის საერთაშორისო არტისტის ნომინაციაში სერიალიდან „ამერიკული კრიმინალური ისტორია“. დაჯილდოვებაზე პენელოპა ბრწყინავდა ტვიდი პალტოსა და შავ კლასიკურ კაბაში.
ფილმში „წარსულის ლაბირინთები“ კრუსი მეუღლესთან, ჰავიერ ბარდემთან ერთად თამაშობს.