LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,მაკდონალდსის” შეფუთვა საქართველოშიც შეიცვლება

509

ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ, ,,მაკდონალდსის” შეფუთვა  საქართველოშიც შეიცვლება. ამის შესახებ ,,ფორტუნას” ,,მაკდონალდსი საქართველოს” დამფუძნებელმა თემურ ჭყონიამ განუცხადა.

მისი თქმით, უახლოეს დღეებში საქართველოში ევროპიდან ,,მაკდონალდსის” წარმომადგენლები ჩამოვლენ და მათთან ერთად ახალი სტრატეგია შემუშავდება.

”ჯერ დეტალებზე ვერ ვისაუბრებთ. მთელი რიგი საკითხები ვიზიტის შემდეგ გადაწყდება. განვიხილავთ საწყობების თემას და სხვა საკითხებს. სხვა დეტალებიც შემდგომ გახდება ცნობილი”, – განმარტა ჭყონიამ.

ამერიკის შეერთებულ შტატებში მსოფლიოში ყველაზე მსხვილი სწრაფი კვების ობიექტების ქსელის ცნობილი შეფუთვის შეცვლის შესახებ ინფორმაცია The Telegraph-მა გაავრცელა. მათი თქმით, ,,მაკდონალდსი” შეფუთვას ბოლო 60 წლის განმავლობაში პირველად ცვლის და მომხმარებელს განახლებულ დიზაინის ჭიქებს, ბურგერების ყუთებსა და კარტოფილი ფრის შეფუთვებს იანვრიდან შესთავაზებს. ახალი შეფუთვის მსოფლიო ბაზარზე დანერგვას ერთი წელი დასჭირდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები