LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურაბ გვასალია პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე ე.წ. საპოლიციო გამოსახლების გაუქმების საკითხის დაყენებას გეგმავს

187

ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი ზურაბ გვასალია პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე ე.წ. საპოლიციო გამოსახლების გაუქმების საკითხის დაყენებას გეგმავს.

„კონკრეტული საკითხი, რომლის დაყენებაც გვინდა, ეს არის პოლიციური გამოსახლება.  ეს იმდენად საბანკო სექტორის პრობლემა არ არის, რამდენადაც საზოგადოების, რადგან ეს ეხება ხშირად საკუთრების უფლების შეზღუდვას და მისი დაცვის გარანტიებს“, – განაცხადა შეხვედრის დაწყებამდე გვასალიამ.

მისივე თქმით, საბანკო სექტორს ხშირად ადანაშაულებენ იმაში, რომ გამოსახლებების მაღალი პროცენტი ფიქსირდება, თუმცა, გვასალიას განმარტებით, ამაში საბანკო სექტორის როლი იმდენად მცირეა, გათვალისწინებაც არ არის საჭირო.

რაც შეეხება მოგების გადასახადთან დაკავშირებით დაგეგმილ ცვლილებებს, ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი ფიქრობს, რომ ეს ინვესტიციების მოსაზიდად და ეკონომიკის განვითარებისთვისაა.

„ეს არის ინვესტიციების მოსაზიდად. რა თქმა უნდა, იმისთვის, რომ მოგება კვლავ ჩატრიალდეს და ეკონომიკის განვითარება მოხდეს“, – აღნიშნა გვასალიამ.

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის ადმინისტრაციაში ბიზნესასოციაციის წევრებს ხვდება.  შეხვედრას ბიზნესომბუდსმენი გიორგი გახარიაც ესწრება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g