LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა გვჭირდება კარიერული წინსვლისთვის – FM ქოუჩი

18
mariam-sparsiashvili

გადაცემის ლაივი LIVE

კარიერული წინსვლისთვის ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი. საჭიროა სწორად შერჩეული პროფესია, რომელიც შემდგომ ამ გზაზე დაგეხმარებათ. რა განაპირობებს კარიერულ წინსვლას – ამ თემაზე მარტა ქარუმიძის გადაცემაში “FM ქოუჩი” Forbes Women-ის აღმასრულებელმა რედაქტორმა მარიამ სპარსიაშვილმა ისაუბრა.

რა იწვევს დასაქმების პრობლემას?

18-24 წლის ასაკობრივი ჯგუფში უმუშევრობის დონე შეადგენს 30.8%-ს.  ეს სტატიტიკა ინტენეტში ვნახე. რატომ ხდება ასე? იმიტომ, რომ შრომითი ბაზრის მოთხოვნებს ეს ახალგაზრდები ვერ პასუხობენ. 18 წლის ასაკში რომ არ ხარ დასაქმებული, არაა პრობლემა, თუმცა როცა საუბარია 24 წლის ახალგაზრდაზე, რომელსაც აქვს განათლება და ვერ საქმდება, ეს უკვე დიდი პრობლემაა. ეს პრობლემა იწყება პროფესიასთან დაკავშირებით არაწორად მიღებული გადაწყვეტილებით. მაგალითად, ჩემს შემთხვევაში გარემო ანალიზის შედეგად ოჯახში გადაწყდა, რომ მე უნდა ჩამებარებინა სამედიცინო უნივერსიტეტში. ერთი დღე არ მიმუშავია ამ მიმართულებით. დღესაც იგივე პრობლემაა, მოზარდების ნაცვლად პროფესიას ირჩევენ მშობლები, მეზობლები, ნათესავები. წელიწადში თურმე 1200 სტუდენტი ექიმის კვალიფიკაციას იღებს, მაშინ როცა ბაზარზე არაა ასეთი მოთხოვნა. ეს ხდება იმ ფონზე, როც ექთნის სპეციალობა ბევრად მოთხოვნადია. მე არ მჯერა, რომ ყველას, ვინც აბარებს სამედიცინო უნივერსიტეტში, სურს ექიმობა. მნიშვნელოვანია აკეთო ის, რისი კეთებაც გინდა, მხოლოდ მაშინ აკეთებ ყველაფერს ხარისხიანად და ხარ მოთხოვნადი.

რა პროფესიებია დღეს მოთხოვნადი?

საქართველოში ახალგაზრდები უმეტესწილად ეუფლებიან უმაღლეს განათლებას, რის შემდეგაც აწყდებიან ორ ძირითად პრობლემას: შრომის ბაზარზე არ არის მოთხოვნა მათ მიერ დაუფლებულ პროფესიებზე ან მათი კვალიფიკაცია და სამუშაო გამოცდილება ვერ აკმაყოფილებს შრომის ბაზრის მოთხოვნებს. დღეს ბაზარზე ბევრი პროფესიაა მოთხოვნადი, რომლებიც 10 წლის წინ არც არსებობდა. შესაძლოა მიიღო კარგი პროფესიული განათლება და იყო მოთხოვნადი. პროფესიული განათლება არ გამორიცხავს, რომ შემდგომ იმავე მიმართულებით არ უნდა მიიღო უმაღლესი განათლება. ჩვენი შვილები უნდა შევაჩვიოთ აიღონ პასუხიმგებლობა საკუთარ არჩევანზე. ჩემი შვილი საზღვარგარეთ სწავლობდა არა სასწავლებლის, არამედ სილაბუსით, რომელიც თვითონ შეადგინა. ამით უკვე ნაწილობრივ ეჩვევი პასუხისმგებლობას. ვფიქრობ, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ენის ცოდნა, ინგლისურ ენაზე მაქვს საუბარი, რასაც ვაკვირდები, ენის ცოდნის დეფიციტია.

რა გვჭირდება კარიერული წინსვლისთვის?

ბევრი გარემოება ჩვენზე არაა დამოკიდებული, თუმცა რაც ჩვენზეა დამოკიდებული ესაა: მაღალი პასუხიმგებლობის გრძნობა, ასევე მნიშვნელოვანია გვქონდეს ადაპტაციის უნარი, მუდმივად გვჭირდება თვითგანვითარება. არასდროს არის საკმარისი სწავლა, რადგან ინტერნეტიზაციის ეპოქაში, მნიშვნელოვანია მუდმივი განვითარება, ესაა ცვლილებების ეპოქა და შენ უნდა დაეწიო სიახლეებს. 10 წლის წინ იყო ბევრი პროფესია, რომელიც აღარ არის ბაზარზე მოთხოვნადი, ამიტომ თუ არ განვითარდებით, შესაძლოა დღეს არსებული პროფესიებიც არ იყოს მალე საჭირო. რაც შეეხება გარემო პირობებს, კომპანიებმა უნდა იზრუნონ კადრების განვითარებაზე, ამაზე კარგს საკუთარ თანამშრომლებსა და კომპანიას ვერ გაუკეთებენ, ვინაიდან სწორედ პროფესიონალი კადრები წერენ კომპანიების წარმატების ისტორიას.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები