LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში აპტოსის ძაფების წარმოება იწყება

814
i-prf-49bbd1db7d-ba7f74d0420f75803e64e8c24a084de3-1-759x430.jpg.pagespeed.ce.MwynarSD-G

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარის, აპტოსისძაფების საწარმოო კომპლექსის საძირკვლის ჩაყრის ღონისძიებას დაესწრო.

„ეს პროექტი განსაკუთრებით მისასალმებელია, რადგან ესაა ერთ-ერთი პროექტი, რომელიც გამიზნულია, რომ საქართველოში ვაწარმოოთ ინოვაციური, მაღალტექნოლოგიური პროდუქცია, და რაც მთავარია, ეს პროდუქცია შექმნილია ქართველების მიერ“, – განაცხადა გიორგი ქობულიამ, მან პროექტის ავტორებს, სულამანიძეების ოჯახს მადლობა გადაუხადა მნიშვნელოვანი პროექტისა და გაწეული სამუშაოსთვის.

 „აპტოსისახისა და სხეულის დასაჭიმი მსოფლიოში ცნობილი აპტოსის ძაფების გამომგონებელი და მწარმოებელი ქართული კომპანიაა, 23 წლიანი ისტორიით. ეს პირველი ქართული კომპანიაა, რომელსაც CE [Conformité Européene] ნიშანი აქვს სამედიცინო პროდუქტზე, რაც ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში ექსპორტის საშუალებას იძლევა. დღევანდელი მონაცემებით, აპტოსის ძაფები 50-ზე მეტ ქვეყანაში იყიდება ფართომასშტაბიანი სადისტრიბუციო ქსელის მეშვეობით.

„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ეს მაღალტექნოლოგიური, ინოვაციური პროდუქცია საქართველოში იქნება წარმოებული. ამასთან, ეს არის აგრეთვე საექსპორტო პროდუქცია, რაც აორმაგებს ამ პროექტის მნიშვნელობას“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

ამჟამად აპტოსის ძაფები იწარმოება რუსეთსა (რუსეთის და ჩინეთის ბაზრისთვის) და გერმანიაში (გლობალური ბაზრისთვის). ეს მთლიანად ქართული ონოვაციური გამოგონება „Made in Germany”-ს სახელით ხვდება მსოფლიოს რამდენიმე ათეული ქვეყნის პლასტიკური და ესთეტიკური მედიცინის სპეციალისტების სამუშაო სივრცეში.

პროექტის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, კომპანიამ ისარგებლა ინფრასტრუქტურული მხარდაჭერით, კერძოდ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, კომპანიას გადაეცა 10 000 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ხოლო 2019 წლის მარტში, ისარგებლა პროგრამის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტით, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი ორი წლის განმავლობაში პროცენტის თანადაფინანსებას სააგენტო „აწარმოე საქართველოში განახორციელებს.

გიორგი ქობულიას განცხადებით, მთავრობა ასეთ პროექტებს მაქსიმალურად, დაუდგება გვერდში. „ასეთი პროექტები შეიძლება საქართველოს ეკონომიკის მამოძრავებელი გახდეს, ეს ის პროექტებია, რომლებიც სიღარიბეს დაგვაძლევინებს. მსგავსი პროექტის დაწყება კიდევ ერთი დასაბუთებაა, რომ საქართველოში კარგი ბიზნესგარემოა, საქართველო მზად არის, ასეთი პროექტები მიიღოს და განავითაროს“, – აღნიშნა გიორგი ქობულიამ.

საწარმო 2020 წლის დეკემბერში ამოქმედდება, ის წლიურად 300 000 ერთეული პროდუქციის წარმოებას შეძლებს. ამოქმედების პირველ ეტაპზე 100 ადამიანი დასაქმდება, ხოლო პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 15 მლნ ლარს შეადგენს.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს პროექტის სტრატეგიული უპირატესობა, რომელიც წარწერის „Made in Germany-ს „Made in Georgia”-თი ჩანაცვლებას გულისხმობს. პროდუქტი საერთაშორისო ბაზრებზე სწორედ აღნიშნული წარწერით გავა. კომპანია შემდეგი ორი წლის განმავლობაში გეგმავს ისეთ ბაზრებზე შესვლას, როგორიცაა: ბრაზილია, აშშ, კანადა, მექსიკა, ტაილანდი, სინგაპური.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g