LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიზნესი შუქი არ არის, როცა მოგვინდება ავანთოთ ან ჩავაქროთ – საწარმოთა ასოციაცია

77
coronavirus-closed-for-business-surgical-mask-bby-tim-mossholder-via-unsplash-.artistgndphotographer-gettypsd-100835284-large

არ შეიძლება, კერძო სექტორს რამდენიმე დღით ადრე ამცნო ხსნი, თუ კეტავ – ამის შესახებ საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის პრეზიდენტი მიხეილ ჭელიძე აცხადებს და მთავრობას, ეპიდემიოლოგიური ვითარების შესაბამისად, ბიზნესის ქცევის სამოქმედო გეგმის შედგენისკენ მოუწოდებს.

„შეზღუდვები აუცილებლად იმ ვადებში უნდა მოიხსნას, რაც დაგეგმილია. ბიზნესი შუქი არ არის, როცა მოგვინდება ავანთოთ, ჩავაქროთ. ყველაფერს სჭირდება მომზადება. უნდა გაიწეროს კონკრეტული თარიღები. მაგალითად, უნდა ვთქვათ, რომ 4000-ს თუ აცდება, მერე თავიდან დავიკეტებით“, – ამბობს „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას მიხეილ ჭელიძე.

როგორც საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის პრეზიდენტი განმარტავს, ეს წელი გავიარეთ, რაც იყო ჩავამთავრეთ, ახლა უკვე უნდა დავგეგმოთ ყველაფერი, უნდა არსებობს როგორც კარგი, ისე ცუდი სცენარი, რომ ბიზნესმა მომზადება მოასწროს. „და არა ისე, ხუთი დღით ადრე რომ ეუბნებოდნენ, უნდა დაგკეტოო“,- აღნიშნა ჭელიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები