ენერგეტიკის მინისტრი საქართველოს მოსახლეობას ატყუებს. ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.
”კალაძეს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა სურს, თითქოსდა შესაძლებელია ირანიდან სომხეთის გაზით მომარაგება. არავითარი ტექნიკური საშუალება ამისთვის არ არსებობს. იქ ახალი მილსადენების გაყვანაა საჭირო”, – განმარტა გოცირიძემ და აღნიშნა, რომ ამის გაკეთებას რამდენიმე ასეული მილიონი დოლარი დასჭირდება.
”იმის მაგივრად, რომ ენერგეტიკის მინისტრი ქყვენის ინტერესებს იცავდეს, ის ფაქტობრივად, ”გაზპრომის” ადვოკატი გამოდის და მოსახლეობას ატყუებს” ,- განაცხადა რომან გოცირიძემ.
მისივე თქმით, ის თანხა, რომელსაც რუსეთი ტრანზიტის სანაცვლოდ საქართველოს მისცემს მხოლოდ საექსპლუატაციო ხარჯებს ეყოფა და ამ თანხიდან ქვეყანას არაფერი დარჩება.