აირლენდ ბოლდუინი პაპარაცებმა მაშინ დააფიქსირეს, როდესაც ის მალიბუში წყლის მწარმოებელი კომპანიის სარეკლამო რგოლში მონაწილეობას იღებდა. ყავისფერ საცურაო კოსტიუმში გამოწყობილი 22 წლის მოდელი საოცრად ჰგავს პოპულარულ დედას, კიმ ბესინგერს. აირლენდი ბესინგერისა და ალეკ ბოლდუინის ქალიშვილია, რომელიც წყვილს საერთო ქორწინებიდან ჰყავს.
გოგონა აქტიური სამოდელო კარიერითაა დაკავებული და მას ხშირად ვხედავთ სხვადასხვა ბრენდის სარეკლამო კამპანიებში. მედიაში წერენ, რომ 22 წლის აირლენდმა სილამაზით პოპულარულ დედასაც კი გაუსწრო.