LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გააგრძელეთ მუშაობა, რომ იქონიოთ მკვეთრი როლი ალიანსში და საბოლოოდ გაწევრიანდეთ – იენს სტოლტენბერგი

77
iensstoltenbergi

“მე მივესალმები ყველა ამ ინიციატივას და მოგიწოდებთ, გააგრძელოთ ამ მიმართულებით მუშაობა და ყველა შესაძლებლობა გამოიყენოთ იმისათვის, რომ ჩვენს ალიანსში ძალიან მკვეთრი როლი იქონიოთ და საბოლოო ჯამში გახდეთ ჩვენი წევრი,” – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე საუბრის დროს განაცხადა.

იენს სტოლტენბერგი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ის უკვე შეხვდა მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძეს, რის შემდეგაც მათ მედიისთვის ერთობლივი განაცხადებები გააკეთეს.

“მეორედ ვიმყოფები საქართველოში გენერალური მდივნის რანგში, ეს იმის ნიშანია, რომ საქართველოს საჯარისო დანაყოფების მონაწილეობა ჩვენს მოკავშირე ქვეყნებთან ერთად, არის ძალიან მნიშვნელოვანი.

განსაკუთრებული პარტნიორია საქართველო ნატოსთვის. ჩვენ გასულ წელს გავუსვით ხაზი, რომ გადაწყვეტილება ძალაშია, რომელიც 2008 წელს იქნა მიღებული, რომ საქართველო აცილებლად გახდება ნატოს წევრი. თქვენ ხართ არაწევრი, თუმცა, ყველაზე დიდი წვლილის შემტანი ჩვენს საქმიანობაში. თქვენ ახორციელებთ მტკიცე მხარდაჭერის პროგრამაში მონაწილეობას და ჩვენი რეაგირების ინიციატივებში ძალიან აქტიურად მუშაობთ. ეს სწავლება ამ კვირის განმავლობაში ადასტურებს იმას, რომ ჩვენ ძალიან ძლიერი თანამშრომლობა გაგვაჩნია,”- განაცხადა იენს სტოტენბერგმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები