LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოქრიაშვილი უგუნდოდ აღარ არის: თორნიკე ქეცბაიასთან წავიდა

98
KJR_6870

როგორც იქნა: თორნიკე ოქრიაშვილს გუნდი გამოუჩნდა. საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი კვიპროსში წავა და იქაურ „ანორთოსისში“ ითამაშებს, რომელსაც მწვრთნელად დაუბრუნდა ქართველი სპეციალისტი თემურ ქეცბაია.

„ქეცბაიას უკვე შევუთანხმდი და კვიპროსში ვითამაშებ“, – თქვა თორნიკე ოქრიაშვილმა.

უთამაშებელი ოქრიაშვილი საქართველოს ნაკრებში გამოძახებულია, თუმცა შვეიცარიასთან ის განაცხადში ვერ მოხვდა. მიუხედავად ამისა, თორნიკე გუნდთან ერთადაა დუბლინში, სადაც საქართველოს ხვალ მეორე შესარჩევი მატჩი უწევს ირლანდიასთან.

შეგახსენებთ, ოქრიაშვილის ბოლო გუნდი რუსეთის პრემიერლიგის „კრასნოდარი“ იყო, საიდანაც დეკემბერში წამოვიდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები