ამ დღეებში, ჰაიდი კლუმი და ტომ კაულიცი ჰონგ-კონგში იმყოფებოდნენ, სადაც ისინი საიუველირო სამკაულების დიზაინერის, ლორეინ შვარცის გამოფენას დაესწრნენ.
აღსანიშნავია, რომ 45 წლის მოდელმა საღამოს მთავარი გმირი დაჩრდილა. ღონისძიების შემდგომ გამართულ წვეულებაზე, გერმანელ ვარსკვლავს კიმონო ეცვა, რასაც ინტერნეტმომხმარებლებში დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა.
საქმე ისაა, რომ ბოლო დროს ბრიტანელი მომღერლის, სილის ექს-მეუღლე საზოგადოების თავშეყრის ადგილებში თავისუფალი სტილის სამოსით ჩნდება, რამაც სოციალური ქსელი მის ფეხმძიმობაზე აალაპარაკა.
თავად წყვილს ამ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.
შეგახსენებთ, რომ ჰაიდი კლუმის ორსულობაზე ინფორმაცია ცოტა ხნის წინ, სუპერმოდელის უახლოესმა მეგობარმა, დიზაინერმა, ვოლფგანგ იუპიმ გაავრცელა.
ჰაიდი კლუმი ორსულადაა – 45 წლის სუპერმოდელი 29 წლის ტომ კაულიცისგან ბავშვს ელოდება