LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰაიდი კლუმი ორსულადაა – 45 წლის სუპერმოდელი 29 წლის ტომ კაულიცისგან ბავშვს ელოდება

BeFunky-collage (7)

ჰაიდი კლუმი და ტომ კაულიცი მშობლები გახდებიან. 45 წლის სუპერმოდელის უახლოესი მეგობრის, ვოლფგანგ იუპის თქმით, ინფორმაცია ამის შესახებ მას 29 წლის გიტარისტმა გაუზიარა.

მიუხედავად იმისა, რომ თავად ვარსკვლავურ წყვილს ოფიციალური განცხადება ოჯახში მატებაზე არ გაუკეთებია, მედია სიახლის სიმართლეში დარწმუნებულია. მიზეზი მარტივია, რადგან ოთხი შვილის დედა და გერმანელი დიზაინერი დიდი ხნის მეგობრები არიან.

შეგახსენებთ, რომ ჰაიდი კლუმისა და ტომ კაულიცის რომანის შესახებ ცნობილი გასული წლის მარტში გახდა. ისინი შობის ღამეს დაინიშნნენ.

ჰაიდი კლუმი და ტომ კაულიცი დაინიშნნენ (ფოტო)

ჰაიდი აქამდე ორჯერ იყო გათხოვილი. იტალიელ ბიზნესმენ, ფლავიო ბრიატორესთან ცხოვრებისას  მას პირველი გოგონა შეეძინა, მეორე წარუმატებელი ქორწინებიდან კი ორი ვაჟი და კიდევ ერთი ქალიშვილი ჰყავს. ბავშვების მამა ინგლისელი მომღერალი, Seal-ია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები