LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ დონალდ ტრამპის ვეტო ვერ დაძლია

140
1ad0cda0b78013d5416841bcb457fbc2

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ ვერ დაძლია აშშ-ს პრეზიდენტის მიერ კონგრესის რეზოლუციისთვის დადებული ვეტო, რომლითაც მექსიკასთან საზღვარზე საგანგებო მდგომარეობა უქმდებოდა.

ვეტოს დაძლევის ინიციატივას მხარი დაუჭირა 248 კანონმდებელმა, წინააღმდეგ კი 181 წავიდა. ვეტოს დასაძლევად დემოკრატებს ხმების 2/3 სჭირდებოდათ.

კენჭისყრამდე წარმომადგენელთა პალატაში „დემოკრატებმა“ განაცხადეს, რომ ტრამპმა საგანგებო მდგომარეობის შემოღებით კონსტიტუცია დაარღვია.

15 თებერვალს აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას მექსიკასთან საზღვარზე საგანგებო მდგომარეობის შემოღების შესახებ. აღნიშნული ნაბიჯი პრეზიდენტს საშუალებას აძლევს მექსიკასთან საზღვარზე კედლის მშენებლობისთვის საჭირო თანხები კონგრესის გვერდის ავლით მოიძიოს

<
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები