“საქართველოს ბანკში” სესხების პორტირების ზამთრის სეზონი დაიწყო. ის, ვინც დაპორტირდება “საქართველოს ბანკში” საკუთარი სესხით, განსაკუთრებული პირობებით ისარგებლებს.
როგორც ”ფორტუნას” ბანკიდან აცნობეს, მას, ვისაც სურს არსებული სესხი ნაკლებპროცენტიანი სესხით გადაფაროს, გააერთიანოს სამომხმარებლო სესხი, განვადება და საკრედიტო ბარათი, ან აიღოს მეტი თანხა – ხელფასის 14-მაგ ოდენობამდე, შესაძლებლობა აქვს დაპორტირდეს “საქართველოს ბანკში” და ისარგებლოს სამომხარებლო სესხით მხოლოდ პირადობის მოწმობით და ყოველგვარი უზრუნველყოფის გარეშე. სამომხარებლო სესხის მაქსიმალური თანხა 50,000 ლარია (ეკვ. აშშ დოლარი/ევრო). სესხის ვადა 10 წლამდე, ხოლო მსესხებლის შემოსავალი 200 ლარიდან.
”მას, ვისაც სურს არსებული იპოთეკური სესხის ნაკლებპროცენტიანი სესხით გადაფარვა და უკეთესი, მასზე მორგებული პირობის მიღება, შესაძლებლობა აქვს დაპორტირდეს “საქართველოს ბანკში” და ისარგებლოს იპოთეკური სესხით ზედმეტი საბუთებისა და პროცედურების გარეშე. ამასთან, ბანკი მომხმარებელს სპეციალურ პირობას სთავაზობს იპოთეკურ სესხზე, პარტნიორ დეველოპერულ კომპანიებთან ბინის შეძენისას. მომხმარებელს საშუალება აქვს შეიძინოს როგორც მშენებარე, ასევე დასრულებულ კორპუსში ბინა, თუ კი მშენებარე კორპუსი არ აშენდება, ბანკი სესხის თანხას მას უკან დაუბრუნებს”, – განაცხადეს ”საქართველოს ბანკში”.
მათივე ინფორმაციით, იპოთეკური სესხის თანხაა – 3,000 დოლარიდან/ევროდან (ეკვ.ლარში), სესხის ვადა – 15 წლამდე, პირველადი შენატანი არ მოითხოვება, სესხის უზრუნველყოფა კი უძრავი ქონებაა.
”საქართველოს ბანკის” ინფორმაციით, მომხმარებელს, რომელსაც უკვე აქვს ბიზნესსესხი და სურს ნაკლებპროცენტიანი სესხით გადაფაროს, მის შემოსავლებზე მორგებული სესხის პირობებით, შესაძლებლობა აქვს მცირე დროში დაპორტირდეს “საქართველოს ბანკში” და ისარგებლოს ბიზნესსესხით. სესხის თანხაა: 200აშშ დოლარიდან/ევროდან, სესხის ვადა: 10 წლამდე.