LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბუბა კიკაბიძის კონცერტმა თელ ავივში ანშლაგით ჩაიარა

782
buba

ბუბა კიკაბიძე, რომელსაც 80 წელი შეუსრულდა, კვლავ წარმატებით მართავს გასტროლებს საზღვარგარეთ. ამჯერად ის ისრაელში მიიწვიეს. მან თელ ავივში კონცერტი გამართა, რომელმაც ანშლაგით ჩაიარა. ღონისძიება 26 მარტს გაიმართა.

მასთან ერთად კონცერტში მონაწილეობდა ლიზა ბაგრატიონი.

როგორც კონცერტის ერთ-ერთი დამსწრე, ბადრი ჯანაშვილი წერს: „2019 წლის 26 მარტი… ბუბა კიკაბიძის გრანდიოზული კონცერტი სრული ანშლაგით ჩატარდა თელ ავივში. 80 წლის ლეგენდა კაცმა ცოცხლად იმღერა მთელი კონცერტის განმავლობაში. ხალხი დიდი სითბოთი და სიყვარულით ეფერებოდა დარბაზიდან ბუბას , ჩვენ კი კულისებიდან შევციცინებდით უფროს კოლეგას…“

ბადრი ჯანაშვილმა კონცერტზე გადაღებული ფოტოებიც გამოაქვეყნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g