განმცხადებელს სასაქონლო ნიშნის და სხვა ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის რეგისტრაცია ელექტრონულად შეეძლება.
ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში „საქპატენტში“ ელექტრონული პროგრამების განხორციელება იგეგმება, რომელსაც USAID-ი 247 ათასი დოლარით აფინანსებს.
როგორც ”ფორტუნას” „საქპატენტის“ თავმჯდომარემ ნიკოლოზ გოგილიძემ განუცხადა, ბიზნესსუბიექტებს და სხვა დაინტერესებულ პირებს ახალი სისტემა რეგისტრაციას გაუადვილებს.
”საქპატენტში“ ვარეგისტრირებთ ინტელექტუალური საკუთრების რამდენიმე ობიექტს: სასაქონლო ნიშანს, გამოგონებას, დიზაინს, მცენარეების ჯიშებს. გვაქვს საავტორო უფლებებზე დეპონირების სისტემა. განმცხადებელი მოგვმართავს განაცხადით. შემდგომში ამ განაცხადზე ტარდება გარკვული პროცდურები, ექსპერტიზა და გაიცემა შესაბამისი მოწმობა. ახლა ამის ელექტრონული პროგრამა იწერება. განმცხადებელს აღარ ექნება საჭიროება რომ მოვიდეს „საქპატენტში“, შეუძლია საკუთარი კომპიუტერიდან დარეგისტრირდეს „საქპატენტის“ ელექტორნული განაცხადების სისტემაში, ელექტრონულად შეავსოს განაცხადი, რომელიც ჩაითვლება „საქპატენტში“ შეტანილად და „საქპატენტიც“ შემდგომში ელექტრონულად აწარმოებს კომუნიკაციას განმცხადებელთან” – აღნიშნა ნიკოლოზ გოგილიძემ.
”ამ პროექტს დამეატება „საქპატენტში“ შიდა დოკუმენტური ბრუნვის ელექტრონული სისტემაც. გარდა ამისა, გაკეთდება ახალი ვებგვერდი, სადაც მონაცემთა ბაზა იქნება ხელმისაწვდომი”- განუცხადა ”ფორტუნას” გოგილიძემ.
პროგრამა, რომელიც 2012 წელს დაიწყო, ამჟამად ბოლო ეტაპზეა.
