LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტელეკომპანია “კავკასიას“ მაუწყებლობა ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, თელავსა და ფოთში გავრცელდება

95

შპს ტელეკომპანია “კავკასია“ ღია ეთერით მაუწყებლობის არეალს აფართოებს.

როგორც ”ფორტუნას” კომუნიკაციების ეროვნული კომისიიდან აცნობეს,  ”კავკასიის” მოთხოვნის საფუძველზე, ტელეკომპანიის მაუწყებლობის ავტორიზაციაში ცვლილებები შევიდა და ტელეკომპანიას მაუწყებლობის არეალი გაუფართოვდა.

კომისიის გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია „კავკასია“ გარდა თბილისისა, ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელით, ღია ეთერით გავრცელებას შემდეგ ქალაქებშიც შეძლებს: ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, თელავში და ფოთში.

ამასთან, ტელეკომპანია ფლობს საკაბელო ქსელის, ინტერნეტის და მიწისზედა თანამგზავრული სისტემებით გავრცელების უფლებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g