LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”ჩერისთვის” გერმანიაში ყავის ორ სახეობას ამზადებენ

208

ყავის მწარმოებელმა კომპანიამ ”ჩერი” საკუთარ პროდუქციას უნალექო ყავის ორი ახალი სახეობა დაამატა –  ”ჩერი გოლდი” და ”ჩერი კლასიკური”.

როგორც ”ფორტუნას” კომპანიის მენეჯერმა თინათინ ლომთათიძემ განუცხადა, აღნიშნული სახეობა სპეციალურად ”ჩერისთვის” გერმანიაში მზადდება.

”რაც შეეხება დანარჩენ პროდუქციას, ჩვენ ჩამოგვაქვს მწვანე მარცვალი, რომელსაც შემდეგ ადგილზე ვამუშავებთ და უკვე ჩვენივე საწარმოში ხდება ყავის სახეობების წარმოება”, – აღნიშნა ლომთათიძემ.

მისივე ინფორმაციით,  ახალი პროდუქციის გასაყიდი ფასი მაღაზიებში 7 ლარიდან იწყება. 100-გრამიან შუშის ქილაში ”ჩერი გოლდი” 10 ლარი ღირს, ”კლასიკი” კი- 7 ლარი.

შპს ”ჩერი” 2012 წელს დაარსდა. კომპანიის საქმიანობის ძირითად სფეროს წარმოადგენს ნედლი ყავის იმპორტი, მისი შემდგომი გადამუშავება და დისტრიბუცია საქართველოს ტერიტორიაზე.

ამ ეტაპზე  კომპანია საქართველოში ყავის ყველაზე მსხვილი მწარმოებელია.  ”ჩერის” ყავის საწარმო თბილისში ლილოს დასახლებაში მდებარეობს და  აქ 40-50 ადამიანია დასაქმებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g