სოციალურ ქსელში ვრცელდება ნანა ჭრელაშვილის პირადი არქივიდან ვიდეო, სადაც მსახიობი ნოდარ მგალობლიშვილი საუბრობდა იმაზე, რომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, სად დაკრძალავენ ცნობილ ადამიანს, რადგან ღირსეულ ადამიანს მიწა ყველგან მიიღებს, ფუნიკულიორი იქნება ეს თუ საბურთალოს სასაფლაო.
„ყველას უნდა, რომ იყოს ისეთ ადგილზე, სადაც უდგება ტრამვაი, ტროლეიბუსი, ტაქსი, ველოსიპედი, თხილამურები… სადაც ჩამაგდებენ, იქ ვიქნები. სულ ერთია ჩემთვის. მთავარია, რომ ამ დედამიწას ვეღარ შევხედავ და იქ მერე, რაც არის, გინდა, ფუნიკულიორზე იყავი და გინდა ზესტაფონში. რა მნიშვნელობა აქვს, ფუნიკულიორზეა თუ სად. დავასაფლავოთ ფუნიკულიორზე, ეს წმინდა ადგილიაო… წმინდაა ის ადგილი, სადაც შენ სიწმინდეს შეიტან. ეს შენზეა დამოკიდებული. ამიტომ ამისი მოთხოვნა იყო უდიდესი უკულტურობა, მე ასე მივიჩნევ. მარტო უგემოვნება კი არა, უკულტურობა. შენ პატივს არ სცემ იმას, ვინც სხვაგან არის დასაფლავებული, დავუშვათ, საბურთალოს სასაფლაოზე რამდენია დასაფლავებული. ღირსეული ხალხი სადაც უნდა დაასაფლაო, ყველგან მიიღებს საქართველოს წმინდა მიწა… დიახ!..“
შეგახსენებთ, რომ ნოდარ მგალობლიშვილი ახლახან გარდაიცვალა და ის მახათას საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს.