LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამაზ მეჭიაური: ყველა უწყება, მათ შორის ეროვნული ბანკი, ლარის გამყარებაზე მუშაობს

70

ყველა უწყება, მათ შორის ეროვნული ბანკი, მომართულია იმისკენ, რომ ლარის კურსი რაც შეიძლება მალე გამყარდეს. ამის შესახებ პარლემენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, თამაზ მეჭიაურმა ლარის კურსთან დაკავშირებით გამართული დახურული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, შეხვედრაზე ყველა მხარემ თავისი ხედვები წარმოადგინა და ასეთ ფორმატში მუშაობა ნაყოფიერი აღმოჩნდა.

”დაფიქსირდა, რომ მთავრობა და ეროვნული ბანკი თანამშრომლობენ ერთმანეთთან და მომავალში კიდევ უფრო მეტ კომუნიკაციას გააგრძელებენ. ეს კი აისახება შედეგზე, რაც მოსახლეობას აინტერესებს, რაც ნიშნავს იმას, რომ ლარის კურსის ვარდნა შეჩრედეს და ეროვნული ვალუტა გამყარდეს”, – განაცხადა მეჭიაურმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g