LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნარკოტიკების გასაღებაზე რუსეთის მოქალაქეები დააკავეს

147
ნარკოტიკების გასაღება

ინტერნეტით ნარკოტიკების გაყიდვა და სამი დაკავებული – შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამივე რუსეთის მოქალაქეა, რომლებსაც ჩხრეკისას 2 კილოგრამზე მეტი ფსიქოტროპული და ნარკოტიკული საშუალებები აღმოაჩნდათ.

სამინისტროს ცნობით, ისინი ნარკორეალიზატორთა ჯგუფს წარმოადგენენ და საქართველოში ნარკოტიკების გასაღების მიზნით ჩამოვიდნენ.

„ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებებს მცირე შეკვრებად აფასოებდნენ, თბილისში სხვადასხვა მისამართზე, სამალავებში ათავსებდნენ, ფოტოებს უღებდნენ და ინტერნეტში მისი გასაღების მიზნით აღნიშნულ ფოტოებს აქვეყნებდნენ”, – აცხადებენ შსს-ში.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების მცდელობის ფაქტებზე მიმდინარეობს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g