LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გოჭის თავს რომ ჩამოატარებენ სუფრაზე, ისე ჩამოგვიტარებთ ამ მინისტრებს“

147
chichinadze

დამოუკიდებელმა დეპუტატებმა უმრავლესობა გააკრიტიკეს. დავით ჭიჭინაძემ სხდომების არაეფექტიანობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათ კითხვებისთვის შეზღუდული დრო აქვთ, დასმულ კითხვებს კი არც მინისტრები, არც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი პასუხს არ სცემს.

ჭიჭინაძემ პარლამენტში შექმნილი სიტუაცია მხიარულთა და საზრიანთა კლუბს შეადარა და განაცხადა, რომ ერთ წუთში თათბირობენ,  ნახევარ კითხვებს პასუხს არ სცემენ, ნახევარს-როგორც თავად თვლიან საჭიროდ. დეპუტატმა უკმაყოფილება გამოთქვა და აღნიშნა, რომ ამის შემდეგ ისინი რა ქმედებაზე უნდა გადავიდნენ, გაუგებარია.

„შეფასება ამათ არ აქვთ, ორიანი რომ დავუწეროთ. გამოდის, რომ ისევ და ისევ გოჭის თავს რომ ჩამოატარებენ სუფრაზე, ისე ჩამოგვიტარებთ ამ მინისტრებს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს და ვამთავრებთ ამ ჩვენს სხდომებს მხიარულად. მერე იძახით, რომ მაგარი ეფექტური სხდომები გვაქვსო“, – განაცხადა ჭიჭინაძემ.

შეგახსენებთ, დღეს პარლამენტში ეროვნული ბანკის პრეზიდენტს უსმენდნენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g