ინოვაცია ქართულ ბაზარზე- საქართველოში Car Sharing-ის ანუ „მანქანის გაზიარების“ სერვისი ამოქმედდა. Aicar – ასე ჰქვია აპლიკაციას, რომლის მეშვეობითაც შეძლებთ მანქანის დაქირავებას.
Car Sharing თავისი არსით ავტომობილის დაქირავების მომსახურებას ჰგავს, თუმცა იმ განსხვავებით, რომ Car Sharing-ი მოსახერხებელია იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც მოკლე მანძილზე გადაადგილება სურთ. Car Sharing-ის დროს იხდი მხოლოდ იმ დროისა და მანძილის თანხას, რასაც მოიხმარ. პარკინგისა და დაზღვევის მომსახურებას კი თავად კომპანია უზრუნველყოფს.
აღსანიშნავია, რომ aicar-ის ავტოპარკის ყველა ავტომობილი ელექტრონულია. როგორც კომპანიაში აცხადებენ, მომხმარებელს შეუძლია, დღის ნებისმიერ მონაკვეთში, სპეციალური აპლიკაციის საშუალებით, იპოვოს უახლეს წერტილში aicar-ის მანქანა და გადაადგილდეს სასურველი მიმართულებით.
„ცხოვრება გაცილებით მარტივია, როდესაც არსებობს ინოვაციები. მაგალითად, მაშინ როცა კომფორტული ელექტრომობილით მიდიხარ სადმე; ან დილით ბავშვებს ტოვებ სკოლაში; როდესაც უცხო ქვეყანაში პირველად ჩადიხარ მეგობრებთან ერთად და აეროპორტის სადგომზე პოულობ შენთვის სასურველ ტრანსპორტს; aicar-ის აპლიკაციის მეშვეობით საშოპინგოდაც წახვალ; დღის ბოლოს საყვარელ ადამიანთან ერთად გაეშურები გასართობად, მანქანას კი ნებისმიერ ავტოსადგომზე დატოვებ“, – აცხადებენ კომპანიაში.
დეტალები, თუ როგორ უნდა ისარგებლოთ Car Sharing-ით შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ვებგვერდზე – www.aicar.ge