LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნუცუბიძის ქუჩაზე ახალი სკვერი და სათამაშო მოედანი მოეწყობა

207

ნუცუბიძის ქუჩის N14ბ-ს მიმდებარედ ახალი სკვერისა და სათამაშო მოედნის მშენებლობა მიმდინარეობს.

როგორც „ფორტუნას“ თბილისის მერიიდან აცნობეს, ამ ტერიტორიაზე რამდენიმე ახალაშენებული კორპუსების მცხოვრებლებმა სკვერისა და სათამაშო მოედნების მოწყობის თხოვნით მერიას გასულ წელს მიმართეს, თუმცა, მაშინ გაირკვა, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი კერძო საკუთრებას წარმოადგენდა. უწყების ცნობით, მერიასა და მესაკუთრეს შორის მოლაპარაკებების შედეგად, მიწის ნაკვეთი ადგილმონაცვლეობის პრინციპით, თვითმმართველის საკუთრებაში გადავიდა. პროცედურების დასრულების შემდეგ საბურთალოს რაიონის გამგეობამ საპროექტო სამუშაოები დაიწყო. ამ ეტაპზე ობიექტზე სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, აღნიშნულ ტერიტორიაზე არ იყო სკვერი, არც დასასვენებელი და გასართობი სივრცე.

„როგორც კი ახალი ბიუჯეტი დამტკიცდა და შევძელით საბიუჯეტო სახსრების გამოყენება, დავიწყეთ ტერიტორიის კეთილმოწყობა. გარდა ამისა, აქ მოეწყობა სანიაღვრე ქსელი და გაკეთდება კორპუსებთან შემოსასვლელი გზა“,- განაცხადა დავით ნარმანიამ.

პროექტის მიხედვით, 600კვ მ-მდე ტერიტორია გამწვანდება, მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები, დაიდგმება საბაღე ინვენტარი, ასევე სავარჯიშო ტრენაჟორები. გათვალისწინებულია საბავშვო მოედნის მოწყობაც. ახალ სკვერში დამონტაჟდება დეკორატიული განათებაც.

პროექტს კომპანია „ჯეო პარკი“ ახორციელებს.

magti 5g