LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომან კაკულია: ალბათ პრეზიდენტი თვითონაც ძალიან მძიმედ განიცდის

255
53160347_3916768155007332_164623936087130112_o

არის დეტალები, რომელიც არ უნდა შეგეშალოს, თუმცა შემთხვევითობისგან დაზღვეული არავინ არის, – ასე გამოეხმაურა უმრევლესობის წევრი რომან კაკულიამ პრეზიდენტის მიერ 9 აპრილის გმირის სახელის და გვარის სიიდან შეცდომით წაკითხვას.

“თვითონ ამ ფაქტს რაც შეეხება, ვიცი, რომ ამას გაუგებრობა ჰქვია. ალბათ, თვითონაც ძალიან მძიმედ განიცდის, თუმცა ეს ის შემთხვევაა, როდესაც ასეთ ადამიანებთან, როგორიც არის მამა, ბოდიშის მოხდასაც უკვე აზრი აღარ აქვს. მე, მიმუშავია და ძალიან ბევრ სახელმწიფო მოხელესაც ვიცი, რომ ეს არავითარ შემთხევაში არ მოუვიდოდა. მეტს არაფერს ვიტყვი. არის დეტალები, რომელიც არ უნდა შეგეშალოს, თუმცა შემთხვევითობისგან დაზღვეული არავინ არის. ამიტომ, ვამბობ, მე ვიცნობდი სახელმწიფოს ძალიან ბევრ მოხელეს, რომლესაც ასეთი რამ არავითარ შემთხევაში არ მოუვიდოდა და ეს ძალიან სამწუხაროა“, – განაცხადა კაკულიამ  „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“

შეგახსენებთ, სახელმწიფო ცერემოენიები სასახლეში პრეზიდენტის სახელით, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერებთან მიღება გაიმართა. ღონისძიებას 9 აპრილის ტრაგედიის გმირების ოჯახის წევრებიც ესწრებოდნენ.

სალომე ზურაბიშვილს 9 აპრილს დაღუპული გმირების ჩამოთვლისას 16 წლის თამარ ჭოველიძე გამორჩა, ეკა ბეჟანიშვილის გვარი კი შეცდომით წაიკითხა.

ეკა ბეჟანიშვილის დედამ, ლეილა ბეჟანიშვილმა, კურიერთან საუბრისას განაცხადა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მხოლოდ მას შემდეგ დაურეკეს, რაც სალომე ზურაბიშვილს მისი დაღუპული შვილის გვარის წაკითხვა შეეშალა და ამის გამო ბოდიში მოუხადეს. თუმცა, მისთვის არ განუმარტავთ, მიღებაზე რატომ არ დაპატიჟეს.

მოგვიანებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა განმარტა, რომ 9 აპრილს დაღუპული ეკა ბეჟანიშვილის ოჯახს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ფიზიკურად ვერ დაუკავშირდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g