LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამუკა ხაზარაძე: ანაკლიის პორტის მშენებლობა შეამცირებს გადაზიდვების ღირებულებას

115

ანაკლიის პორტისა და თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ინფრასტრუქტურა 1000 ჰა ფართობზე განთავსდება, საიდანაც 400 ჰა-ს ანაკლიის პორტი დაიკავებს.

როგორც ”თიბისი  ჯგუფის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, ეს ერთ-ერთი პირველი შემთხვევაა მსოფლიოში, სადაც კერძო ინიციატივა სრულად იღებს საკუთარ თავზე პორტის მშენებლობის დაფინანსებას.

”ეს არ არის მარტო პორტი. მის უკან 600 ჰა-ზე თავისუფალი ინდუსტრიული ზონის მშენებლობა იგეგმება, სადაც შესაძლებელი იქნება საკმაოდ სერიოზული წარმოებების ამუშავება. ჩვენ არ გვინდა ანაკლიის პორტს მივანიჭოთ მხოლოდ ტრანზიტული ფუნქცია. იქ უნდა იყოს საშუალება იმისა, რომ საქართველოში წარმოებული პრიდუქცია მოხვდეს სხვადასხვა ქვეყნაში. განაცხადი საკმაოდ სერიოზულია. ამით საქართველომ განაცხადა, რომ იგი შეასრულებს კარიბჭის ფუნქციას, ევროპასა და აზიას შორის, როგორც უმოკლესი გზა. ის თანამედროვე ტექნოლოგია, რითაც იქნება აღჭურვილი პორტი, ასევე შეამცირებს თითოეულ კონტეინერზე გადაზიდვის  ღირებულებას,” – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მისივე თქმით, პორტის სიმძლავრე 100 მლნ ტონაზე იქნება გათვლილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g