LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში პანდუსებით ვერ სარგებლობენ

81

შშმ პირები თბილისში პანდუსებით ვერ სარგებლობენ. როგორც რადიო ”ფორტუნასთან” საუბრისას ფოტოგრაფმა ანა გოგუაძემ აღნიშნა, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, მაგალითად თეატრებში ან კაფე-ბარებში, ეტლით მოსარგებლეთა მოთხოვნილებები გათვალისწინებული არ არის. მისი განმარტებით, კერძო ინვესტორი უმეტეს შემთხვევაში არ იღებს საზოგადოებრივ პასუხისმგებლობას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ, ეს კი თბილისს შშმ პირებისთვის არაკომფორტულ ქალაქად აქცევს.

იმ პანდუსების უმრავლესობა კი, რომელიც დღესდღეობით თბილისში არსებობს, ყოველგვარი პარამეტრების გარეშეა დამონტაჟებული და ეტლით მოსარგებლეებისთვის გამოუყენებადი, ხშირ შემთხვევაში კი სახიფათოა.

როგორც ანა გოგუაძემ ჩვენთან საუბრისას განმარტა, არასწორად დაყენებული პანდუსი ან ე.წ. რელსები, კიბის რამდენიმე საფეხურზე, ეტლით მოსარგებლისთვის სახიფათოა. მისივე თქმით, არ არსებობს არანაირი შესაბამისი სამსახური, რომელიც შშმ პირებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის განვითარებას მონიტორინგს გაუწევს ან აუცილებელ პარამეტრებს გააკონტროლებს.

რაც შეეხება საკითხს, როგორ შეიძლება პრობლემის მოგვარება, რომ პანდუსით შშმ პირებს რეალურად სარგებლობა შეეძლოთ, ანას თქმით, ეს სახელმწიფოებრივი ზრუნვის საგნად უნდა იქცეს, რომელშიც საზოგადოებაც იქნება ჩართული. ასევე აუცილებელია სამართლებრივი მექანიზმი, რომ კონკრეტულ ინვესტორს საცხოვრებელ სახლებში თუ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, შშმ პირებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის მოწყობის ვალდებულება ჰქონდეთ.

12696812_1115774795129596_187417809_o

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g