სწრაფი კვების რესტორნების ქსელი KFC თბილისში ახალ რესტორანს გახსნის. ამ ეტაპზე რესტორნის სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს და მის გახსნას კომპანიაში დაახლოებით ორთვენახევარში გეგმავენ.
როგორც ”ფორტუნას” კომპანიის მარკეტინგის დირექტორმა, მაკო მეტრეველმა განუცხადა, ახალი ობიექტი ჭავჭავაძის 26 ნომერში გაიხსნება და აქ 20-დან 30 ადამიანამდე დასაქმდება.
”ეს არის რიგით მესამე რესტორანი, რომელსაც ვხსნით. ამ წლის ბოლომდე დაგეგმილია კიდევ რამდენიმე რესტორნის გახსნა, თუმცა ჯერჯერობით არ ვიცით ეს ისევ თბილისში მოხდება, თუ საქართველოს რომელიმე სხვა ქალაქში”, – განმარტა მეტრეველმა.
მისივე ინფორმაციით, საბოლოო ჯამში დაგეგმილია KFC რესტორნების გახსნა მთლიანად საქართველოს მასშტაბით.
ცნობისთვის, კომპანიამ „Iberia Food Company”-მ ფრენჩაიზის ხელშეკრულებას ამერიკული რესტორნების უმსხვილეს ქსელთან KFC (ქეი-ეფ-სი) ხელი 2014 წელს მოაწერა.